LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფრთხილად იყვნენ, შეიძლება მოხდეს დასახიჩრება” – ფალავანდიშვილის მუქარა “თბილისი პრაიდს”

81
გურამ ფალავანდიშვილი

“თბილისი პრაიდის” კვირეული გრძელდება. დღეს მეორე ღონისძიებაა დაგეგმილი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრაიდის ორგანიზატორები ღონისძიების ლოკაციას არ აკონკრეტებენ.

“პრაიდის” მოწინააღმდეგე ჯგუფებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლგბტქ- თემის წარმომადგენლები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. გურამ ფალავანდიშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ კვირეულის მონაწილეებს, ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცენ.

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ღირსების მარშის გამართვას დიდი არეულობა მოჰყვება და არც ვინმეს დასახიჩრებაა გამორიცხული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები