LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერონ დიასი 6 წლიანი პაუზის შედეგ კინოში დაბრუნებაზე ალაპარაკდა

294
page

2015 წელს კამერონ დიასმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კინოკარიერას ემშვიდობებოდა. ამის მიზეზი ბენჯი მედენთან ქორწინება გახდა. დიასმა მიიჩნია, რომ დრო ოჯახისთვის უნდა დაეთმო. 2019 წელს კამერონსა და ბენჯის გოგონა შეეძინათ და აი, უკვე დღეს მსახიობი აცხადებს, რომ კინოში ბრუნდება.

ახალი გეგმების შესახებ დიასმა ნაომი ქემპბელთან ლაივ ჩართვის დროს ისაუბრა: „არასოდეს მითქვამს არასოდეს. კინოში აღარ ვარ 2014 წლიდან, მაგრამ ახლა არ ვარ დაბრუნების წინააღმდეგი…“ – ამბობს მსახიობი.

ბოლო ფილმი, რომელშიც კამერონ დიასმა ითამაშა, 6 წლის წინ გადაღებული მიუზიკლია სახელწოდებით „ემმი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g