LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამილა კაბეიოს ბილი აილიშთან კოლაბორაციის სურვილი აქვს (ფოტო/აუდიო)

503
65311237_1051838865019027_2448139543773747255_n

ბილი აილიშისადმი კეთილგანწყობილი ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. 17 წლის მომღერალი დადებითად უკვე შეაფასეს ისეთმა სტაჟიანმა კოლეგებმა, როგორებიც ელტონ ჯონი და ტომ იორკი არიან.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ სიმპათია ჯერ კიდევ გასულ წელს, კამილა კაბეიომ გამოხატა. მაშინ მან ერთადერთ ქალ შემსრულებლად, ვისთანაც დუეტს ჩაწერდა, სწორედ აილიში დაასახელა.

ახლახან, კამილამ ,,ინსტაგრამზე” ბილისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სურათმა გოგონების თაყვანისმცემლებს იმედი გაუჩინა, რომ ისინი სულ მალე კოლაბორაციის იდეას ფრთას შეასხამენ.

 

View this post on Instagram

 

???? sweet human @billieeilish

A post shared by camila (@camila_cabello) on

შეგახსენებთ, რომ ბილი აილიშმა პირველ სერიოზულ წარმატებას სადებიუტო სტუდიური ალბომის – When We All Fall Asleep, Where Do We Go? გამოსვლის შემდეგ მიაღწია. დისკის რელიზი მიმდინარე წლის 29 მარტს შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები