პრინც ჩარლზის მეუღლემ, კამილა პარკერ-ბოულზმა Clarence-ის სასახლეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს უმასპინძლა. ეს სწორედ ის სახლია, სადაც კამილა პრინც ჩარლზთან ერთად ცხოვრობს. სამეფო ოჯახში საახალწლო ნაძვის ხეზე ორგანიზაციების, Helen & Douglas House-ისა და The London Taxidrivers’ Fund for Underprivileged Children-ის აღსაზრდელები მივიდნენ. კამილა პარკერ-ბოულზი აღნიშნულ ორგანიზაციების პატრონაჟს 2007 წლიდან ეწევა და საახალწლო ნაძვის ხეზე ბავშვების მასპინძლობა წლების ტრადიციაა.
Helen House ბრიტანეთში ერთ-ერთი პირველი ბავშვთა სახლია, რომელიც 1982 წელს გაიხსნა, უკვე 2004 წელს კი მას Douglas House-იც შეუერთდა, რომლის აღსაზრდელებიც 16 წელს ზევით მოზარდებიც არიან. რაც შეეხება კიდევ ერთ ცენტრს, The London Taxidrivers’ Fund for Underprivileged Children, ეს უკანასკნელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს აერთიანებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.