ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია ”კამპა” საკუთარ ასორტიმენტს აფართოებს. ერთი თვის მანძილზე წარმოებაში წვენის 5 ახალი სახეობა ჩაეშვება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანდღულაძემ განუცხადა, წვენები ძირითადად მიქსის სახით გამოვა. ”გვექნება მანგოსა და ფორთოხლის მიქსი, ასევე ვაშლი და მარწყვი. გარდა ამისა, ცალკე გამოვუშვებთ ქაცვის წვენს”, – აღნიშნა ანდღულაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ”კამპას” ბრენდის ქვეშ წვენის ორი დასახელება გამოდის – თვითონ ”კამპა” და ასევე ”ჩვენი”. ”კაპმა” ამ ეტაპზე ნატურალური წვენის 10 სახეობას აერთიანებს, ”ჩვენი” კი- 7.
გარდა ამისა, ”ჩვენს” დაემატა 2 ახალი შეფუთვა- 0,5 ლიტრიან ბოთლში ვაშლის და ალბულის წვენი..
კომპანია „კამპა“ 2008 წელს დაარსდა. 2009 წლის დეკემბრიდან მისი პირველი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა.
კომპანიის პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულისაგან. წვენები ნატურალურია და არ შეიცავს ემულგატორებსა და კონსერვანტებს, ამავდროულად მდიდარია ბუნებრივი ვიტამინებით.