LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კამპანია გადაიზარდა ფაშიზმში, პიარში გვაჯობეს“ – „ხალხის ძალა“

199
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

„კანონპროექტის წინააღმდეგ წარმოებული პიარ კამპანია გადაიზარდა ფაშიზმში. გამოიყენეს ყალბი იარლიყები – რუსული კანონი და ევროინტეგრაციის კურსის შეცვლა. ეს არის თავიდან ბოლომდე „ფეიკზე“ აგებული პიარ კამპანია, ეს არის ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინება, რომელმაც ცუდი შედეგები მოიტანა,“ – განცხადება ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო

ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ იმედი გამოთქვა, რომ მალე დაიწყება გადაცემები ტელევიზიებსა და რადიოებში იმისათვის, რომ საზოგადოება მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის სიკეთეებში დაარწმუნონ, თუმცა იქვე თქვა, რომ მსგავსი პროექტის ხელმეორედ დარეგისტრირება არ არის მოსალოდნელი.

„ცრუ კამპანია კარგად იყო დაგეგმილი, გათვლილი იყო საზოგადოების ყველა წევრზე. გვაჯობეს პიარში. ცრუ ნარატივით შექმნილი მუხტით შეძლეს ახალგაზრდების ნაწილის შეცდომაში შეყვანა, ჩართეს ახალგაზრდები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.
იმედი მაქვს ამ ნაწილმა უკვე დაინახა, რომ ეს იყო ცრუ ნარატივი, მიხვდნენ, რომ მათი გამოყენების მცდელობა იყო პოლიტიკური მიზნებისთვის. ოპოზიციის ექსტრემისტულმა ნაწილმა, რომელმაც შეძლო ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა დღეს უკვე დაიწყო პოლიტიკური განცხადებების გაჟღერება“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

„ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია – ისტორიული ფოტო დავდეთ! “ – თამარ ჩიბურდანიძე

„ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა.. ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად“ – კობახიძე

„კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია – კიდევ ბევრი რამ უნდა მოჰყვეს“ – ვიოლა ფონ კრამონი კანონპროექტის გაწვევაზე

magti 5g