LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო

210
პარლამენტი

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

„ტექნიკური პრობლემა“ იყო – სამხარაძეს ამბობს, რომ კანონისთვის მხარი არ დაუჭერია

„რა მაგარი კანონია, არ მიუღიათ და უკვე იმუშავა, ყველა აგენტი გარკვეულია“ – გია ჭანტურია

„ყველას ვაღიარებინეთ საკუთარი თავი საჯაროდ, თავად ვაყვირეთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი აგენტია - ისტორიული ფოტო დავდეთ! “ – თამარ ჩიბურდანიძე

თელს მსოფლიოს და ყველა ქართველს დავანახეთ, თუ ვინ არის რეალურად დემოკრატიის წინააღმდეგი საქართველოში, ვინ ამყოფებს ქვეყანას მონობაში და ვის ეშინია სიტყვა „აგენტის“, – წერს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო.

თუმცა, სამდღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა.

ამავე თემაზე:

„ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა.. ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად“ – კობახიძე

ანა წითლიძე უმრავლესობის დეპუტატებს – „შეგეწერათ ყაველებო“?

„კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია – კიდევ ბევრი რამ უნდა მოჰყვეს“ – ვიოლა ფონ კრამონი კანონპროექტის გაწვევაზე 

magti 5g