LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძე უმრავლესობის დეპუტატებს – „შეგეწერათ ყაველებო“?

247
ფორტუნა - 2023-03-10T124019.554

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებს სხდომათა დარბაზთან ბანერით – „შეგეწერათ ყაველებო?“ დახვდა.

წითლიძე სკანდირებდა: „შეგეწერათ?“, რაზედაც  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ წითლიძეს მიმართა: „უზრდელი ხარ“.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო

ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

magti 5g