LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა

157
New Project

17 ნოემბერს ბათუმში შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე გამოვლინდება კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომები (Reach) და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელს პირველად განახორციელა. ორთვიანი კამპანიისას აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონ წვდომას (Reach) გადააჭარბა და ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ადგილები და სერვისები.

კამპანია 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. მასში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს.

კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g