LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადა მომდევნო სამ წელიწადში მილიონი მიგრანტის მიღებას აპირებს

12_30_575260000vvv-ll

კანადას მომდევნო სამ წელიწადში მილიონი მიგრანტის მიღება სურს. ქვეყნის პარლამენტმა სამოქმედო პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მილიონი მიგრანტისთვის მოქალაქეობის მინიჭება იგეგმება.

კანადამ 2017 წელს 286 ათასზე მეტი მუდმივი მცხოვრები დაამატა, 2019 წელს ეს რიცხვი შესაძლოა, 350 ათასამდე გაიზარდოს.

გეგმის თანახმად, რომელიც კანადის ხელისუფლების მიერ არის შემუშავებული, 2020 წელს მუდმივი მოქალაქეობა შესაძლოა, 360 ათას, 2021 წელს კი, 370 ათას მიგრანტს მიენიჭოს.

კანადის მიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის მინისტრის, აჰმედ ჰუსენის განცხადებით, მიგრანტების შედინება ქვეყნის მოსახლეობის დაბერების პროცესს გაანეიტრალებს და შრომით ძალას გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g