LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადამ „გაზპრომის“ წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

72
9c2039f411fe6a5376862495c57ac5ae-XL

კანადამ რუსული ენერგეტიკული კომპანიების, „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ 10 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა.

ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელიც სანქციების მთავარ მიზნად რუსეთზე მეტ ზეწოლას ასახელებს.

“კანადის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიის ნებისმიერ აქტს ვუპასუხებთ იმ ზომებით, რომლის მიზანია შეასუსტოს რუსეთის ომის წარმოების უნარი. ისინი, ვინც რუსეთის აგრესიას ეხმარებიან და ხელს უწყობენ, პასუხს აგებენ,“- ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g