LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში +46.6 გრადუსი დაფიქსირდა – რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გარდაცვლილია 70 ადამიანი

106
sdgsd

კანადაში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, 70 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამი დღეა კანადაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა მოხუცები ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები არიან.

ბოლოს ასეთი მაღალი ტემპერატურა რეგიონში 84 წლის წინ იყო, როდესაც თერმომეტრი +45 გრადუს ცელსიუსს აჩვენებდა.

კანადელი კლიმატოლოგი დეივიდ ფილიპსი BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ +47-საც მიაღწიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g