კანადაში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა – აღნიშნულ ინფორმაციას მედიასაშუალებები კანადის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მედიის ცნობითვე, დაშავებულია, სულ მცირე, 25 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ორი გარდაცვლილი კი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ამასთან, მედიასაშუალებები წერენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მის სახელს ჯერჯერობით არ ამხელს.
მომხდარი თავდასხმის შემდეგ კომენტარი გააკეთა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელი საშინელი სროლებით განადგურებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრმა მომხდარის გამო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გერმანიაში გამგზავრება გადადო.
