LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ძროხებმა გადაკეტეს

74
cows

კანადის ცენტრალური მაგისტრალი ნახირმა გადაკეტა. უჩვეულო შემთხვევა ონტარიოს შტატში მოხდა და გზის გასათავისუფლებლად პოლიციას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

ყველაფრის მიზეზი კი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ნახირი გადაყავდა ბორდიურს დაეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად რამდენიმე ძროხა დაიღუპა, დანარჩენებმა კი გარეთ გამოსვლა მოახერხეს და გზაც გადაკეტეს.

თვითმხილველებმა ადგილზე მაშველები გამოიძახეს და რამდენიმე საათიანი წვალების შემდეგ ცხოველების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხერხდა. გზაზე მოძრაობაც მხოლოდ ამის შემდეგ აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები