LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადური ,,გრემის” ნომინანტები ცნობილია – Juno Awards-ის ნომინაციებს ტეიტ მაკრეი, ჯასტინ ბიბერი და the Weeknd ლიდერობენ

125
photo-collage.png (10)

29 მარტს, ჰამილტონში, Juno Awards გაიმართება. ახლახან, კანადის ხმის ჩამწერი ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიამ ლოკალური მუსიკალური სცენის ყველაზე პრესტიჟული პრემიის ნომინანტები გამოავლინა.

დაჯილდოების ტოპ ნომინანტებად, ტეიტ მაკრეი და ჯასტინ ბიბერი დასახელდნენ. არტისტებს 6-6, მათ შორის – ,,წლის არტისტის, ალბომისა და სინგლის” ნომინაცია მიენიჭათ.

აღსანიშნავია, რომ მათი მთავარი კონკურენტი ზემოხსენებულ სამ ძირითად კატეგორიაში, the Weeknd-ია. ამ უკანასკნელმა წელს, ხუთი ნომინაცია მიიღო.

ნომინანტთა სრული სია

როგორც ცნობილია, ღონისძიებაზე სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ ჯონი მიტჩელს, ასევე შედგება ნელი ფურტადოს ოფიციალური გაწევრიანება კანადის მუსიკის დიდების დარბაზში.

მერილ სტრიპი და ანია ტეილორ-ჯოი საკულტო კომპოზიტორ, ჯონი მიტჩელს განასახიერებენ

ცნობისთვის, Juno Awards ,,გრემის” კანადურ ანალოგს წარმოადგენს. ,,ჯუნოს ჯილდო” 1970 წლიდან გაიცემა და მუსიკის ყველა სფეროში შემოქმედებითი თუ ტექნიკური მიღწევების აღსანიშნად, ადგილობრივ არტისტებსა და ბენდებს ენიჭებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები