LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდიდატებთან გასაუბრებისას, ვინც არ აინტერესებს, გასარუჯად დადის – გვრიტიშვილი დოლიძეზე

205
collage

ის შერჩევითად უდგება კანდიდატებს, ხოლო იმ კანდიდატთან გასაუბრებისას, რომელიც არ აინტერესებს, დადის სატელევიზიო ეთერებში და შეიძლება, დადის გასარუჯად, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძეზე საუბრისას განაცხადა.

ის გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ სახეზეა „ვითომ კონკურსი”. გვრიტიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ანა დოლიძის მონაწილეობაა ფორმალური.

“შემდგომ ამას ამართლებს, რომ თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ საათობით, დილიდან დაღამებამდე ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად, კითხვები თანაბარი სირთულისაა. ისინი კი არჩევენ კანდიდატებს იმის მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით”, – აღნიშნა გვრიტიშვილმა. 

"ეტყობა კობახიძეს ძალიან შურს იმ ხალხის, ვინც აუზზე დადის" - ანა დოლიძე [ვიდეო]

კობახიძე დოლიძეს აუზზე ყოფნისთვის აკრიტიკებს, დოლიძე კი ურჩევს, ხანდახან თავადაც დაისველოს თავი

დიმიტრი გვრიტიშვილი პირველი არ არის, ვინც მსგავსი განცხადება გააკეთა. ორი თვის წინ პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბორჯომში სასამართლო რეფორმის შეხვედრაზე ანა დოლიძე სამუშაო პროცესში ჩართული არ ყოფილა და აუზზე იმყოფებოდა.

ანა დოლიძე კობახიძის განცხადებას მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შეხვედრები რეალურად “არის ყავის სმა მურუსიძესთან”, რასაც ის არ აპირებს, მისივე თქმით,  “ირაკლი კობახიძეს ალბათ, ძალიან შურს აუზზე ვინც დადის იმ ხალხის და ხანდახან თავი რომ ჩაყოს აუზში არ იქნება მისთვის ცუდი”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g