ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ახლა უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ, საქართველო კი, მოგვიანებით. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
“ევროკომისია წინასწარ შეთანხმებამდე მივიდა: კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას (მიეცემათ) ახლავე, რასაც შემდეგ სავალდებულო პირობების შესრულება მოჰყვება. საქართველოსთვის (მიეცემა) პირობები ახლა და კანდიდატის სტატუსის შანსი მოგვიანებით. ევროკავშირის ლიდერები განხილვას მომდევნო კვირაში გამართავენ” – წერს ჟურნალისტი.