LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდიდატობის სტატუსი არცერთ დამატებით ცენტთან არ არის დაკავშირებული – 14 მლრდ-იანი ბიუჯეტი, თითო სოფელს 5 მილიონი და ა.შ. ყველა სიტყვა ტყუილია: პაპუაშვილი

58
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებულ მოლოდინს ამყარებენ, მათ შორის კანდიდატის სტატუსზეც, ნიჰილიზმს და ევროსკეპტიციზს თესავენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არცერთ დამატებით ცენტთან არ არის დაკავშირებული:

“ის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური დახმარება, 14 მლრდ-იანი ბიუჯეტი, თითო სოფელს 5 მილიონი და ა.შ. ყველა სიტყვა, რომელიც ამასთან დაკავშირებით გავიგეთ არის ტყუილი. არცერთ დამატებით ცენტთან არ არის დაკავშირებული კანდიდატობის სტატუსი. ხალხი, რომელიც ამაზე საუბრობს შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში საზოგადოება. ამის მიზანია დაბნეულობის გამოწვევა საზოგადოებაში, რაც არის პროპაგანდისტული ხერხი, როდესაც სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებით ხდება გონების არევა. საბოლოო ჯამში, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამის შედეგი შეიძლება იყოს ევროსკეპტიციზმი და ნიჰილიზმი”, – თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ 12 პირობაზეც ისაუბრა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა და აღნიშნა, რომ ამ პუნქტების უმეტესობა, საბოლოო ჯამში, პარლამენტის გასატარებელია:

“რაც შეეხება 12 პრიორიტეტს, რომელიც დასახელებულია, უმეტესობა ამ პრიორიტეტებისა, საბოლოო ჯამში, პარლამენტის გასატარებელია. საკითხების უმეტესობაზე მიმდინარეობს მუშაობა. თუ ვისაუბრებთ სასამართლო რეფორმაზე, ეს არ არის მხოლოდ ამის ნაწილი, ეს გახლავთ ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი. 2-3 დღის წინ ევროკავშირთან შევათანხმეთ განრიგი ამ საკითხთან დაკავშირებით – სასამართლო რეფორმა, სტრატეგია როდის იქნება შემუშავებული და ა. შ.

რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მკაფიოდ არის განსაზღვრული ეუთო/ოდირის დასკვნის საკითხები. აღნიშნული დასკვნიდან ზოგიერთი საკითხი საერთო შეთანხმებით, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით არ გავითვალისწინეთ. შეგვიძლია მივუბრუნდეთ ისევ ამ საკითხებს.

ამ პროცესს საქმიანად ვუდგებით და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციის და ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან პირველივე პუნქტი, რომელიც წერია, მას გადააბიჯებენ და იწყებენ მეორიდან. პირველ პუნქტს რას უშვრებიან, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია? რომელი დეპოლარიზაციის ხელშემწყობი არის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა?” – თქვა პაპუაშვილმა.

magti 5g