კანის 69-ე კინოფესტივალი რამდენიმე საათის წინ მზიან სანაპიროზე გაიხსნა. ტრადიციისამებრ, ცერემონიას წინ უძღოდა წითელი ხალიჩა, რომელზეც მსოფლიო ფესტივალის სტუმრებმა გაიარეს. კრისტენ სტიუარტმა, ბლეიკ ლაივილიმ, ვუდი ალენმა, ჯესი აიზენბერგმა და კორი სტოლმა ახალი ფილმი „Café Society” წარმოადგინეს. ვანესა პარადი და კირსტენ დანსტი, რომლებიც ჟიურის შემადგენლობაში შედიან, საუკეთესო ფილმს აარჩევენ. L’Oreal-ის სილამაზის ელჩი ევა ლონგორია და დაუტცენ კრეზი ბრენდის ახალ ვიზუალს წარმოადგენენ, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ანა კენდრიკი კი საერთო მულტფილმის „ტროლი“ პრეზენტაციაზე ერთად გამოცხადდნენ.
კირსტენ დანსტი
ბლეიკ ლაივილი
კანის 69-ე კინოფესტივალის ჟიური
ევა ლონგორია
დაუტცენ კრეზი
ანა კენდრიკი და ჯასტინ ტიმბერლეიკი
სტუმრებს შორის ასევე იყვნენ ნაომი უოტსი, ჯულიანა მური, ჯესიკა ჩესტეინი, ვიქტორია ბექჰემი, სიუზან სარანდონი, ბელა ჰადიდი, ბიანკა ბალტი და ა.შ.
ნაომი უოტსი
ჯულიანა მური
ჯესიკა ჩესტეინი და ვენსან ლინდონი
ვიქტორია ბექჰემი
სიუზან სარანდონი
ბელა ჰადიდი
ბიანკა ბალტი
კანის კინოფესტივალი 11-დან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში პედრო ალმოდოვარის, კსავიე დოლანი, ჯიმი ჯარმუშის, შონ პენისა და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმების ჩვენება მოხდება.