კანიე უესტისა და მისი მეუღლის, ბიანკა ჩენსორის ეპატაჟური ჩაცმულობა სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა წყვილი მაინც ახერხებს საზოგადოების გაოცებას არამარტო ჩაცმულობით, არამედ ქცევითაც.
ამჯერად ჰიპ-ჰოპ არტისტმა უმცროსი შვილი ბიანკასთან ერთად წირვაზე წაიყვანა. კანიეს რეიტუზი ეცვა, მისი ცოლს კი კისერზე მუთაქის მსგავსი დეკორაცია ჰქონდა მოხვეული. ბუნებრივია, ფოტოებმა უამრავი სახალისო კომენტარი გამოიწვია.
„კანიე თავის ცოლს ტუქსავს“, „კანიეს ცოლმა საწოლი წამოიღო“, „რა ჩამოიცვა თავზე“, „წირვისთვის იდეალური ლუქი“, „რა იქნება შემდეგი“, – წერენ კომენტარებში.
„კანიე უესტმა ახალი ცოლი მუმიასავით შეფუთა“ – წყვილის მორიგი უცნაური გამოჩენა
კანიე უესტი „ბალერონებსა“ და „სამუხლეებში“ ახალ მეუღლესთან ერთად სეირნობს