LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი სახელს იცვლის და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს (ვიდეო)

177
fe0bdcde-e78b-4386-aec5-d3eb2afb3381

რეპერმა კანიე უესტმა სახელის შეცვლა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. შეგახსენებთ ჰიპ-ჰოპ არტისტმა სახელი დროებით, 2018 წელსაც შეიცვალა და Ye გახდა.

ამჯერად კი ის Christian Genius Billionaire Kanye West „ქრისტიანი გენიოსი მილიარდერი კანიე უესტი“ გახდება.
“როდესაც ხალხი ამბობს, რომ გოიმობაა, როცა საკუთარ თავს მილიარდერს ეძახი, სურვილი მიჩნდება, ქრისტიანი გენიოსი მილიარდერი კანიე უესტი დავირქვა” – აღნიშნა მუსიკოსმა.

უფრო მეტიც, ნიუ-იორკში, Fast Company Innovation Festival-ზე სიტყვით გამოსვლისას კანიემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს. დამსწრე საზოგადოება ამას სიცილით შეხვდა, რის შემდეგაც უესტმა ჰკითხა მათ, თუ რა იყო ამაში სასაცილო.

თუმცა, როგორც ჩანს ჰიპ-ჰოპ არტისტი სერიოზულადაა განწყობილი.

“როდესაც ვამბობ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი, ყველას ეცინება. არადა, ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნი. ტაბლოიდები წერენ, ქანიე გაგიჟდაო, მაშინ, როდესაც ყოველი მესამე აფროამერიკელი ციხეშია.“- აცხადებს რეპერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები