კანიე უესტი მორიგი ოლიმპის დასაპყრობად ემზადება. საკუთარი საცხოვრებლის მახლობლად, ლოს-ანჯელესში, მუსიკოსი რესტორნის გახსნას გეგმავს.
ინსაიდერის თქმით, რესტორნის ძირითადი მენიუ comfort food იქნება, რაც თბილ ოჯახურ ვახშმებთან და ბავშვობასთან ასოცირდება. კერძებში კანიე საკუთარი დედის რამდენიმე რეცეპტის ჩართვასაც გეგმავს.
ცნობილია, რომ ამ საქმეში კანიეს გვერდში მეუღლე, კიმ კარდაშიანიც დაუდგება, რომელსაც ბიზნეს-იმპერიის მოწყობა არც ისე ცუდად გამოსდის.
