რეპერის და პროდიუსერის, კანიე უესტის, სახარებით შთაგონებული ალბომი Jesus Is King ნომერ პირველი ალბომი გახდა და უკან ემინენმიც ჩამოიტოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,სიენენი” ავრცელებს. 25 ოქტომბერს გამოსულმა ალბომმა Billboard-ის ჩარტებში მოწინავე პოზიცია დაიკავა, ეს არტისტის მეცხრე ალბომია, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა, ამით ის ერთპიროვნული ლიდერი გახდა და ემინემსაც აჯობა.
შეგახსენებთ, უესტის შემოქმედება კრიტიკის ობიექტია, მას ხან სატანას უწოდებენ, ხანაც რელიგიურ მოტივებზე შექმნილ ალბომს მკრეხელობად აფასებენ. უნდა აღნიშნოს, რომ თავად არტისტიც არ ერიდება და სკანადალური განცხადებების კასკადს აგრძელებს.
„მე ღმერთმა ნიჭით დამაჯილდოვა, თუ შევწყვეტ ჩემს მუსიკლაურ კარიერს, ის მე ყველაფერს წამართმევს.“- აცხადებს რეპერი
„მე ყველა დროის უიდესი არტისტი ვარ“ - კანიე უესტმა მუსიკოსებს სექსი აუკრძალა (ვიდეო)
„ღმერთის წყალობით მავნე ჩვევები დავძლიე. თუ სხვა ადამიანები ნარკოტიკებზე არიან დამოკიდებულნი, მე სექსზე ვიყავი დამოკიდებული."
https://www.youtube.com/watch?v=jyl9agsX3fA&list=PLZSTfh2KbjL2dRO5Y_a6H2UC8fsB2DLc3