LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტმა „ინსტაგრამის“ პროფაილის ფოტოზე ექს-სიდედრის ფოტო დააყენა

443
srfsdfsd

ჰიპ-ჰოპ არტისტმა, კანიე უესტმა 17,4 მილიონი „ინსტაგრამ“ გამომწერი შოკში ჩააგდო, მან პროფაილის ფოტოზე ექს-სიდედრის, კრის ჯენერის ფოტო დააყენა. ეპატაჟურმა რეპერმა საკუთარი ქმედებაც ახსნა და განაცხადა, რომ ეს საუკეთესო განზრახვით გააკეთა.

„მე კრისს მშვდობისა და პატივისცემის განწყობას ვუგზავნი“, – წერს უესტი.

ცნობისთვის, კანიესა და კრისს წარსულში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. გასულ თვეს უესტმა კრისი ქალიშვილების, კიმისა და კაილის გარყვნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან ქალიშვილებს „ფლეი ბოიში“ გადაღება აიძულა. როგორც ჩანს, უესტი თავის სიტყვებს ნანობს და სურს ყოფილ სიდედრთან ურთიერთობა მოაგვაროს.

„სულ გაგიჟდა“- აი ასე აღნიშნა კანიე უესტმა კიმისა და პიტის განშორება

„როცა ყოფილი ქმარი ახლა უფრო ლამაზი ქალია, ვიდრე შენ“ – კეიტლინ და კრის ჯენერები ქალიშვილის წვეულებაზე გადაიკვეთნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები