როგორც ცნობილია, კიმ კარდაშიანს ექიმებმა მკაცრი კვებითი რეჟიმი დაუნიშნეს, რადგან ვარსკვლავი საგრძნობლადაა მომატებული წონაში. ასევე საკმაოდ დიდი წონისაა ნაყოფიც, რაც რეალურად არასასურველია მშობიარობისთვის. ამდენად მედიკოსების რჩევით, კიმ კარდაშიანმა კვებაც შეამცირა და ფიზიკური აქტივობაც, მშობიარობამდე კი, 6 კვირაა დარჩენილი. მისი მოვალეობები საკუთარ თავზე კანიე უესტმა აიღიო. ამჯერად უესტი პატარა ნორტთან ერთად მაშინ გადაიღეს, როცა მას შვილი ბალეტზე მიჰყავდა.
კანიე უესტსა და პატარა ნორტს მალე ქორთნი კარდაშიანი შეუერთდა ქალიშვილთან, პენელოპასთან ერთად.