LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს თანამედროვე მარია-ანტუანეტა უწოდა

79

კანიე უესტმა ძალები მწერლობაში მოსინჯა. ერთ-ერთ ინტერვიუში რეპერმა და დიზაინერმა განაცხადა, რომ ხელოვნების შესახებ ფილოსოფიურ წიგნს წერს: „მე ჩემი ფილოსოფია მაქვს, უფრო  სწორედ „კონცეფცია“, რადგან „ფილოსოფია“ უხეშად ჟღერს“, – განაცხადა უესტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად მოგონებებით ცხოვრობენ. „არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბევრი რამ აწმყოში წარსულიდან მოაქვთ. ამავე გზას მივმართე მეც, როდესაც ჩემს სპორტულ ხაზზე დავიწყე მუშაობა. ჩემს ცოლს თანამედროვე მარია-ანტუანეტად აღვიქვამ“, – განაცხადა კანიემ.

„მწამს, რომ რასაც დღეს ვქმნით, კაცობრიობა ამას 500 და 1000 წლის შემდეგაც გამოიყენებს“, – იმედოვნებს რეპერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები