ამერიკელმა მუსიკალურმა შემსრულებელმა კანიე უესტმა ალბომი „YE“ გამოუშვა.
დისკი რიგით მერვეა მუსიკოსის დისკოგრაფიაში და მისი პროდიუსერი თავად კანიე და რამდენიმე პროდიუსერი იყო. ალბომი შვიდი თრექისგან შედგება.
კანიეს მეუღლის, კიმ კარდაშიანის თქმით, ალბომის გარეკანი iPhone-ის საშუალებით შეიქმნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დისკის მხარდასაჭერად ჯერ-ჯერობით არცერთი პრომო-სინგლი, სიმღერა ან კლიპი არ გამოსულა, თუმცა ცნობილია, რომ სიმღერები პროვოკაციულ თემებს ეძღვნება, რომლებზეც, როგორც წესი, კანიე არასოდეს საუბრობს. მათ შორის არის: თვითმკვლელობის მცდელობები, პრობლემები კიმთან და ა.შ.