LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტმა შოპინგის დროს ძიძის ამპლუა მოირგო

61

კიმ კარდაშინის, კანიეს უესტისა და ორი წლის ნორტის ახალი ფოტოები კვირას, ჰოლივუდშია გადაღებული. სკანდალური წყვილი ამჯერად საშოპინგოდ გამოვიდა ჰოლივუდში. ფოტოებიდ ჩანს, რომ ნორტს სეირნობის დროს ჩაეძინა. ამან ხელი არ შეუშალა კიმ კარდაშიანს შოპინგი გაეგრძელებინა. სოციალურ ქსელში აგრესიული პოსტებით ცნობილი უესტი კი, მორჩილად ასრულებდა მზრუნველი მამის როლს და მძინარე ქალიშვილით ხელში მეუღლეს მორჩილად დაჰყვებოდა.

შოპინგის დასრულების შემდეგ პოპულარული წყვილი მანქანას უახლოვდებოდა, როცა პაპარაცები მათ შეძახილებით შეხვდნენ, თუმცა კანიე უესტმა სთხოვა მათ ჩუმად ყოფილიყვნენ, რათა პატარა ნორტისთვის ძილი არ დაეფრთხოთ. სახლში მისულმა კიმმა კი გადაღლილ–ჩაძინებული ქმარ–შვილის ფოტო სოც–ქსელში გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g