კანიე უესტი 42 წლის გახდა. კიმ კარდაშიანმა მეუღლეს დაბადების დღე ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა.
ამერიკელმა სატელევიზიო სახემ სოციალურ ქსელში მისი და ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის სატელეფონო საუბრისას გადაღებული ფოტო ატვირთა, რომლის აღწერაში რეპერს შესანიშნავი ქმარი უწოდა და აღნიშნა, რომ ის მის გაოცებას დღემდე არ წყვეტს.
აღსანიშნავია, რომ 38 წლის სელებრითის პოსტს უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღება უმსხვილესი პორნოსაიტის, Pornhub მილოცვამ მიიქცია.