ბიანკა ჩენსორი, თავისი ეპატაჟური ჩაცმულობით, კვლავ მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ამჯერად კანიე უესტი და მისი მეუღლე ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ბიანკას თეთრი, გამჭვირვალე მაისური და უცნაური, სხეულზე მომდგარი შავი შორტი ეცვა, რომელსაც შუაში უცნაური დეტალი ჰქონდა.
ერთ-ერთ ფოტოში კანიე მეუღლეს კვლავ საყვედურობს, ბიანკას კი კვლავინდებურად შემცბარი გამომეტყველება აქვს.
„ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს ეს გოგო“, „ეს უკვე საყურადღებო ფაქტია“, „კანიემ დააძალა ამის ჩაცმა“, – წერენ კომენტარებში.
„ქალი სამზარეულოში“ – კანიე უესტი მეუღლის პიკანტურ ფოტოებს ავრცელებს
„ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს ეს გოგო“ – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის მორიგი გამოჩენა