LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიონები და მღვიმეები ვიზიტორებს ჯერ ვერ იღებენ

130
ipiccy-image

დაცული ტერიტორიების კანიონებსა და მღვიმეებში ვიზიტორების მიღება ჯერ კიდევ შეჩერებულია. საუბარია მარტვილის კანიონზე, ოკაცეს ჩანჩქერზე, ოკაცეს კანიონზე, პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიაზე.

„ბიზნესპარტნიორი“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კომენტარს ავრცელებს, სადაც ამბობენ, რომ 93 დაცული ტერიტორიიდან მხოლოდ აღნიშნულ 5 ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ვიზიტორები. მიზეზი პანდემიაა.

“სწორედ ამ ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრიდა ვიზიტორთა ისეთი რაოდენობა, რომელიც პანდემიის გავრცელების რისკს ზრდიდა“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში. მათივე განმარტებით, ვიზიტორები დაიშვებიან იმ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც გაშლილი სივრცეა და პანდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მთავრობას მოთხოვნადი ტურისტული ადგილების – მღვიმეების და კანიონების გახსნას სთხოვს.

„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები – მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მ არტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი). ისედაც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა, ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას. გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან , ჩვენი ასოციაცია – სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს:

– დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები ;

– სრულად მოიხსნას კომენდატის საათი ;

– დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია“, – წერია ახალგაზრდა გიდების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები