სააგენტომ აწარმოე საქართველოში ქართული ფილმების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამა დანერგა. თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ხელმძღვანელმა თათია ბიძინაშვილმა ისაუბრა.
რას გულისხმობს ახალი პროგრამა?
გადაიღე საქართველოში პროგრამის მიზანია ქართული ფილმების კომერციალიზაციისა და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენების ხელშეწყობა. ახალი პროგრამა, რომელიც დავნერგეთ, არის კინოკომერციალიზაციის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები მოეწყობა საერთაშორისო დონის კინოფესტივალებზე.
კონკრეტულად, კანის კინოფესტივალისთვის შეირჩა ორი ქართული ფილმი, რომლის ჩვენებაც მოეწყობა 22 მაისს, მათ შევახვედრებთ საერთაშორისო დისტრიბუტორებს, აგენტებს, რათა მოახდინონ მათი პროექტების პოპულარიზაცია.
საქართველოში ხომ არ იგეგმება უცხოური ფილმების გადაღება? ცნობილი ფილმის „ფორსაჟის“ ფრაგმენტები როგორც ვიცით გადაღებულია საქართველოში…
პანდემიის პერიოდში სამწუხაროდ ტემპი შეფერხდა, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ დავბრუნებულიყავით იმ წერტილამდე, სადაც ვიყავით. თუმცა ახლა კვლავ იგეგმება ახალი ლოქეიშენ სკაუტინგი, საერთაშორისო კინოკომპანიებთან შეხვედრები, გვსურს რომ მათ აღმოაჩინონ საქართველო, როგორც გადასაღები მოედანი.
როგორც ვიცი, საქართველოში ჰოლივუდის პროდიუსერებიც ჩამოვიდნენ…
დიახ, გასულ თვეში დაიგეგმა სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული კინოპროგრამებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, ტრენინგები ჩატარდა პროდიუსინგისა და ლოქეიშენ მენეჯმენტის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ამ ეტაპზე 30 განხორციელებული პროექტია, ჯამურად განხორციელებული ინვესტიცია 200 მილიონ ლარს შეადგენს, ანაზღაურებული თანხა კი 18 მილიონ ლარზე მეტია.