კანის კინოფესტივალის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. გუშინ საღამოს კანში ტრადიციული გალა-საღამო გაიმართა სახელწოდებიოთ amfAR Cinema against AIDS 2016, რომელსაც სასტუმრო Du Cap Eden მასპინძლობდა.
გალა-წვეულების მასპინძელი გახდა მომღერალი კეტი პერი, რომელიც ულამაზესი წითელი კაბით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. სადილს ასევე დაესწრო მომღერლის ბოიფრენდი, ორლანდო ბლუმი. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ კრისტენ დანტსი, უმა თურმანი, ვანესა პარადი, ჰელენ მირენი და სხვა ვარსკვლავები. საღამოს მანძილზე გაიმართა ტრადიცული მოდების ჩვენებაც, რომელში 40-მდე მოდის სახლი მონაწილეობდა. ჩვენებაში კი მონაწილეობა ისეთმა ვარსკვლავებმა მიიღეს, როგორებიც არიან ალესანდრა ამბროსიო, კარლი კლოსი, ირინა შეიკი, მილა იოვოვიჩი, ლარა სთოუნი და სხვები.