LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონის ინიციირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%… ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, კონკრეტული ძალები უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი, ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია“ – ირაკლი კობახიძე EU-სთან მოლაპარაკებების გახსნაზე

135
პრემიერი ირაკლი კობახიძე

„დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირთან, კანონის ინიციირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ მიზანს თანმიმდევრულად მიჰყვებიან, თუმცა „ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი. მისივე განმარტებით, კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას.“ პრემიერის განცხადებით, ეს არ არის ევროკავშირი, ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია, რომელსაც მისი თქმით, სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე:

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გაუცრუვდებათ იმედები მომავალშიც. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, კანონის ინიციირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი.

ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები. სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხომ გახსოვთ2022 წლის ივნისში საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ გვაშანტაჟებდა, ევროკავშირი? არ იყო ეს ევროკავშირი. ესენი იყვნენ ის ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, თვისებრივი გავლენა აქვს ევროკავშირზე“- განაცხადა პრემიერმა.

„გვარების დასახელების გარეშე როდესაც წესდება სავიზო შეზღუდვები, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის… რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას – არის რეალურად ნულოვანი“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები