LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონპროექტი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა… ჩინეთი არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას“- ჩინეთის ელჩი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონზე

145
ჭოუ ციენი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა“- ამის შესახებ ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტი – ჩემი ვეტო სიმბოლური იქნება, მაგრამ ამას გავაკეთებ ქუჩაში გამოსული ხალხის სახელით

ელჩის განცხადებით, ჩინეთი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას, არ ერევა შიდა პოლიტიკაში და ასე კონკრეტულ შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას პატივს. ის, რომ ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“ – განაცხადა ჭოუ ციენმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g