Future Laboratory-ს და კანტის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობა შეეხება ერთობლივ ძალისხმევას 21-ე საუკუნისთვის მნიშვნელოვანი უნარების და სპეციალობების ბავშვებისთვის შესწავლას.
კერძოდ, კანტის აკადემია თავის მოსწავლეებს Future Laboratory-ს მომავლის პროფესიების სწავლების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა სწავლება ევროპული სკოლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში – Fablab- ში მოხდება.