LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაპიკ-კაპიკ ვითვლით აგროვილ სიკეთეს, რომელმაც ოპერაციის ნახევარი თანხა უკვე შეადგინა! ვიდრე თანხა სრულად არ იდება კლინიკის ანგარიშზე ოპერაციას არ დაიწყებენ!“ – მომღერალ ნათია ზარანდიას მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება

193
BeFunky-collage (1)

მომღერალ ნათია ზარანდიას მამას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

ნათია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპერაციის თანხის ნახევარი შეგროვდა, მეორე ნახევარი კი შესაგროვებელია.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ოპერაციას კლინიკა იქამდე არ გააკეთებს, სანამ თანხა სრულად არ იქნება გადახდილი.

„მეგობრებო, სიტუაცია დამძიმდა, დრო არ იცდის, კლინიკამ ოპერაციის დღე დააჩქარა, კაპიკ-კაპიკ ვითვლით, მარცვალ-მარცვალ აგროვილ სიკეთეს, რომელმაც ოპერაციის ნახევარი თანხა უკვე შეადგინა!

თქვენ გაიხარეთ, ამ იმედისთვის…

ჩემო ძვირფასებო, ეს თანხა არის ახლობლების მხარდაჭერას პლუს მართლა მცირე ჩარიცხვებით მოგროვილი დოვლათი, ერთობის ძალა!

1 ლარი ლარი კი არა, 50 თეთრი იმდენ ადამიანს აქვს ჩარიცხული, ამაზე აუცილებლად ცალკე დავწერ, როცა ყველაფერი დამთავრდება!

ვინც მცირედზე ბოდიშს იხდის, მათ მინდა ვუთხრა, ეს თქვენს მიერ გადარჩენილი  სიცოცხლეა, პოსტის გააზიარება კი შემოწირულობის ტოლფასია!

მოგროვილი ნახევრი თანხის ჩარიცხვა ვითხოვეთ, მაგრამ კლინიკას თავისი მკაცრი შინაგანწესი აქვს: ვიდრე ოპერაციის თანხა სრულად არ იდება მათ ანგარიშზე ოპერაციას არ დაიწყებენ!

თქვნი უკიდეგანოდ მადლიერი, თქვენივე მხარდაჭერით ვდებ ისევ ანგარიშს, თითო თეთრი, თითო ლარი მილიონად ექცეს თქვენს შთამომავლობას!

ძალა ერთობაშია! 

ადრე თუ გაზვიადებული ანდაზები მეგონა – ძალა აღმართს თურმე მართლა ხნავს…  სიყვარული მთებს ძრავს. ძალა სწორედ რომ ერთობაშია!

მადლობა! მადლობა! მადლობა!“- წერს ნათია ზარანდია.

#GE64BG0000000538111135

ნათელა ზარანდია

საქართველო

#GE92TB7084145064400006

გიორგი ზარანდია

თიბისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები