მედია კარა დელევინისა და ეშლი ბენსონის შესაძლო ნიშნობაზე ალაპარაკადა. ეჭვის საბაბი 26 წლის მოდელისა და 29 წლის მსახიობის ბოლო გამოჩენა გახდა. პაპარაცებმა ისინი სეირნობისას, ხელჩაკიდებული გადაიღეს.
კარა დელევინი მეგობარ გოგონასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადაიღეს (ფოტო)
კარა და ეშლი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება ამ უკანასკნელის მარცხენა ხელის არათითს მიაქცია. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო, ახალგაზრდა ვარსკვლავი ბრილიანტის ბეჭდით ჩანს.
წყვილს ნიშნობაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.