24 წლის კარა დელევინს ძალიან უყვარს ტატუების გაკეთება – მოდელს უკვე თხუთმეტამდე სვირინგი აქვს სხეულზე.
ბოლო ტატუ კარამ რამდენიმე დღის წინ გაიკეთა და ნახატი საკმაოდ საშიშია. მოდელმა კისერზე დაიხატა თვალები, ნამუშევარი ტატუს სპეციალისტმა Bang Bang შეასრულა.
დელევინის თაყვანისმცემლებს ახალი სვირინგი არ მოეწონათ და აღნიშნავენ, რომ მოდელმა თავი დაიმახინჯა. თავად კარა კი Bang Bang-ის ნამუშევარი ძალიან მოსწონს.