LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა მახარაძე: „70 წლის ასაკში ტატუ გავიკეთე, ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მრცხვენოდა“

2763
BeFunky-collage (3)

ცხოვრება 60 წლის ზემოთ – ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, ამ საკითხზე გადაცემას „დღის პოსტი“ ცნობილი ბალერინა,  მსახიობი, მაკა მახარაძე სტუმრობდა. მან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს რჩევა მისცა და აღნიშნა, რომ ადამიანი ასაკს არ უნდა ემალებოდეს.

„38 წლის ასაკში დავანებე თავი ბალეტს. გავედი პენსიაზე. გაზრებული მქონდა, რომ ასე იქნებოდა. ძალიან იღლები.. სადღაც 34-35 წლისთვის, უკვე ძალა არ გაქვს..

ძალიან დიდი დატვირთვა და იზოლაცია გარე სამყაროსგან.

ბევრ ფილმში მითამაშია, მაგრამ ბალეტს მსახიობობას ვერ შევადარებ..

რაც შეეხება რჩევებს, მე გიჩვენებთ, 70 წელს ზემოთ რა ხდება,  70 წლის ასაკში ტატუ გავიკეთე.

 

70 წლის ასაკში ტატუ გავიკეთე, ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მრცხვენოდა

? 70 წლის ასაკში ტატუ გავიკეთე, ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მრცხვენოდა – მაკა მახარაძე

? ბევრი პრობლემა გეხსნება ასაკში

#მაკამახარაძე

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი, 2022

 

 

 

ყოველთვის მინდოდა, მაგრამ თავიდან ჩვენი თაობა მაინც მიჩვეული იყო იმ აზრს, რომ ეს ციხიდან გამოსული ადამიანს ჰქონდა, ახლაც არ მომწონს მთელ სხეულსა და სახეზე რომ აქვთ, მაგრამ ასეთი რამ სულ მინდოდა, მაგრამ მრცხვენოდა. და ერთ დღესაც მივხვდი, რომ არ მრცხვენოდა“, – თქვა მაკა მახარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები