LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის დღეები: ენძელა მაჭავარიანი ფეისბუქს დაუმეგობრდა და ადრე მოწონებულ წიგნებს კითხულობს

253
92895951-936926120097036-953031007936708608-n

ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია, სურვილი ერთხელ მაინც სახლში გამოკეტილიყო და მთელი დღეები ფილმების ყურებაში, უზრუნველად გაეტარებინა.

მაგრამ ეს ადრე იყო… ახლა კი, როცა იძულებული ვართ, შინ ვიყოთ, ყველას გარეთ გასვლის სურვილი გვაქვს და ფილმების ყურებაც უკვე დიდად აღარ გვხიბლავს.

პარლამენტარი ენძელა მაჭავარიანი „ფორტუნასთან“კარანტინის მძიმე დღეების საინტერესოდ გატარების გზებს გვთავაზობს.

„კარანტინის ნორმებს ზედმიწევნით ზუსტად ვიცავ. შინ ვარ და სულაც არ ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა, ადამიანები დეპრესიაში ან თუნდაც ცუდ განწყობაზე უნდა ვიყოთ. ვცდილობ, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიით ვიხელმძღვანელო.

ამ დღეებში ძალიან დავუმეგობრდი სოციალურ ქსელს. ასეთი აქტიური ფეისბუქზე არასდროს ვყოფილვარ. დღის განმავლობაში ვეცნობი უამრავ ინფორმაციას. საქმიანობასაც არ ვივიწყებ. ვცდილობ, მოვუსმინო და გავიგო ჩვენი მოსახლეობის გასაჭირი. მათთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. მათ პირველ რიგში ფსიქოლოგიურად ვეხმარები. ვეუბნები, რომ ცოტა ხანი უნდა გავუძლოთ ამ სიტუაციას და შეცვლილ სამყაროში ცხოვრებას ფეხი უნდა ავუწყოთ.

ჩემი ხელფასის მესამედი კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში გადავრიცხე. მესმის, რომ ეს ბევრი არაა, მაგრამ იმედი მაქვს, ვიღაცას ცოტათი მაინც დავეხმარე. მთავარია, სიკეთე გულით გააკეთო და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ლარს გაიღებ ვინმეს დასახმარებლად.

კითხვა ყოველთვის მიყვარდა და ახლა, როდესაც სახლში ვატარებ მთელ დროს, ვცდილობ, ის წიგნები გადავიკითხო, რაც ერთ დროს ძალიან მომეწონა და რომელსაც ვიცი, რომ კარგი დასასრული აქვს. გადავიკითხე ზღაპრები, ვკითხულობ რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს, გოდერძი ჩოხელსაც მივუბრუნდი რამდენჯერმე და სხვებსაც ვურჩევ მათ წაკითხვას.

ჩემს დისშვილებთან ერთად ვატარებ ამ დღეებს. ფილმებს ნაკლებად ვუყურებ. ძირითადად ვიდეოგაკვეთილებს ვუყურებთ და მერე ყველა ერთად ვარჩევთ. იცით, არ არის რთული და, შეიძლება ითქვას, მარტივიც. ბევრი ახალი რამ გავიგე და ეს ძალიან კარგია.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ნოდარ ტაბიძეს ხშირად მივყავდით ლაშქრობებში. ერთხელ ერთ-ერთი ლაშქრობისას, როდესაც დაღლილები ვიყავით და სიარული გვიჭირდა, ნოდარ ტაბიძემ გვითხრა, არ იდარდოთ, ბრალი მას, ვინც ახლა სახლში თბილადაა, ჩენ ერთმანეთი უნდა გავიტანოთ და უნდა გადავლახოთ ეს გაჭირვებაო. მისი სიტყვები ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება. ახლა ჩვენ ერთმანეთს უნდა გადავატანინოთ ის განსაცდელი, რაც მთელს მსოფლიოშია და ერთად დგომით ჩვენ ამას მოვახერხებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები