LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიყვარხარ და მთელი გულით გისურვებ, ცხოვრებამ და მისმა მწვერვალებმა არასოდეს შეგცვალოს – ენძელა მაჭავარიანი ბერა ივანიშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

270
ენძელა და ბერა

ბერა ივანიშვილი იუბილარია. რეპერი 28 წლის გახდა. ყოფილი პარლამენტარი ენძელა მაჭავარიანი ბერას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

მისი თქმით,

„ბერა, საყვარელო ადამიანო, გილოცავ დაბადების დღეს! ულევი სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა და ბედნიერება შენ და შენს ოჯახს!

განსაკუთრებული ადამიანი ხარ, „ჯიდიესში“ მუშაობისას ყველას გვაოცებდი შენი სითბოთი, სიყვარულით, ყურადღებით, კეთილშობილებით…

ყოველთვის ახერხებდი, ყველა ადამიანის გულამდე მიგეღწია და შენი თანადგომა, გულისხმიერება გამოგეხატა!

ძალიან მიყვარხარ და მთელი გულით გისურვებ, ცხოვრებამ და მისმა მწვერვალებმა არასოდეს შეგცვალოს და სულ იმ სიკეთით სავსე ადამიანად დარჩე, რომელიც სულ და ყველას გვანებივრებდა თავისი გულისხმიერებით და ძალიან, ძალიან შეგვაყვარა თავი!

სულ წარმატებული, ჯანმრთელი მხიარული, ბედნიერ იყავი შენს ნანუკასთან, ბერუკასთან, შენს დიდებულ მშობლებთან და და-ძმებთან ერთად!
გფარავდეთ უფალი!“ . – წერს ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: “ჩვენს ბერუკას დაბადების დღეს ვულოცავთ” – როგორ აღნიშნეს ბერამ და ნანუკა გუდავაძემ შვილის 3 წლის იუბილე

„საუკეთესო მეგობრები“ – ბერა და ნანუკა გუდავაძე შვილის უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებენ

ვიდეო: ბერა და ნანუკა მეორე შვილს ელოდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები