LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის დროს ონლაინ–ზარებისა და ვიდეო ჩატების პოპულარობა 1,5–ჯერ გაიზარდა

84
crnt2021

2020 წელს იმ ევროპელთა რაოდენობა ვინც ონლაინ–ზარებს იყენებდა, 2019 წელთან შედარებით 52%–ით გაიზარდა. ბუნებრივია, ასეთი ცვლილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი გახდა. დასკვნა კი ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ ევროკავშირში ინტერნეტის გამოყენების დოზების კვლევის შედეგად გამოაქვეყნა.

ზოგადად, ონლაინ–კავშირით რეგულარულად (თვეში სამჯერ) ევროპელთა 60% სარგებლობდა. ონლაინ–ზარები ყველაზე გავრცელებული კვიპროსზე (მოსახლეობის 85% ვიდეო–ჩატების მოყვარულია) და ნიდერლანდებში (83%) აღმოჩნდა.

ინტერნეტით ყველაზე ნაკლებად ჩეხები და სლოვენიელები კონტაქტობდნენ(ორივე ქვეყანაში მაჩვენებელი 52%–ია).

ინტერნეტში ყოფნის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტრადიციულად, საფოსტო სერვისი რჩება და ევროპელთა 74% თავის ელექტრონულ ფოსტას რეგულარულად ამოწმებს. მეორე ადგილს პროდუქტისა და სხვადასხვა სერვისის შესახებ ინფორმაციის მიღება იკავებს (69%). შემდეგ კი მესენჯერის გამოყენება(68%) და ახალი ამბების ონლაინ გაცნობა(65%) მოდის.

სპეციალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ლოკდაუნის მიუხედავად ინტერნეტ მომხმარებელთა საერთო რაოდენობა უმნიშვნელოდ, 87–დან 89%–მდე გაიზარდა.

კვლევა მხოლოდ ზრდასრულ ევროპელებს 16–დან 74 წლამდე ადამიანებს მოიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g