პეკინის 41 ნომერში კარაოკე ბარის KEEP CALM TBILISI ახალი ფილიალი გაიხსნა. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ბარის მფლობელმა ლევან ყაჯრიშვილმა აღნიშნა, ყოველდღე 21:00-დან 24:00 საათამდე კარაოკე საღამოები იქნება, 24:00-დან 05:00 საათამდე კი სტუმრების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული DJ იზრუნებს.
კარაოკე ბარი კლიენტებს საფირმო კოქტეილებს 7-30 ლარის, ხოლო სალათებს 11-25 ლარის ფარგლებში სთავაზობს. KEEP CALM TBILISI-ში მისულ სტუმრებს სხვადასხვა კერძებისა და სასმელების ფართო არჩევანი დახვდებათ.
”კვირაში ერთხელ აუცილებლად ვაწყობთ ”ივენთებს”. კარაოკეზე ყოველთვის გვყავს ისეთი წამყვანები, როგორებიც არიან: გიორგი ბუკია, გიორგი ნაკაშიზე, დათო გაგნიძე, ევა სანავა, მარიამ დარჩია და იურა გერგაული. ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ ჩვენს სტუმრებს”, – განაცხადა ყაჯრიშვილმა.
KEEP CALM TBILISI-ის ფილიალები, პეკინის გარდა აბაშიძის 39 ნომერსა და დადიანის 9 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 15:00-დან 05:00 საათამდე მუშაობს.