კიმ და კორტნი კარდაშიანებმა შვილები ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში მონათლეს. როგორც ირკვევა, კიმი სომხეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების კონგრეზე დასასწრებად ჩავიდა. ბავშვების ნათლობა ეჩმიაძინის ტაძარში ჩატარდა, რომელიც სომხური სამოციქულო მონასტერი და სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელია.
შეგახსენებთ, კიმ კარდაშიანი სომხური წარმოშობის მსახიობია, რომელიც კალიფორნიაშია დაბადებული, თუმცა ის და მისი დები სომხურ ფესვებს არ ივიწყებენ.