LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა“ – გიორგი გახარიამ თანამშრომელი სამშობიაროში მოინახულა

10845
giorgi gaxaria

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნინო ინაშვილი სოციალურ ქსელში სამშობიაროდან ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, მინისტრმა გიორგი გახარიამ, თანამშრომელი მშობიარობის შემდეგ მოინახულა და შვილის დაბადება მიულოცა.

„აგვისტოს ეს კვირა ყველაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა უკვე სამნი ვართ ოჯახში. დაიბადა ალექსანდრე, უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მივიღე ახლობელი ადამიანებისგან, და ამ ყველაფერს დღეს დაემატა ემოცია, რომელიც სურათებზე ვერ აღიბეჭდა. ჩემი პალატის კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა ადამიანმა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, თანაც ზუსტად ისე, როგორც ჩემი უახლოესი ადამიანები ამ დღეების მანძილზე ახერხებდნენ.

ჩემი მინისტრი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს შემოვიდა და მომილოცა ალექსანდრეს დაბადება.

მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის,“ – წერს ნინო ინაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g