LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი ამბები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან – რას ამბობს ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშზე

78
630_360_1659089598-245

მიმდინარე კვირას გვაქვს კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან, ყველა მოქალაქე გრძნობს სიამაყეს ჩვენი მებრძოლების გამო, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადას, 92-ე მექანიზებულ ბრიგადას და 80-ე საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადას ხარკოვის რაიონში განხორციელებული წარმატებული ოპერაციების გამო.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროების წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის ზოგად მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ.

„როგორც ჩანს, უკვე ყველამ ნახეთ უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მებრძოლებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა საგრძნობ წარმატებებს მიაღწიეს: შეძლეს ბალაკლეის ალყაში მოქცევა და დაიწყეს მოძრაობა კუპიანსკის მიმართულებით.

„ჯერ არ არის დრო ამა თუ იმ დასახლებული პუნქტების დასახელებისთვის, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება,“- დასძინა ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g