LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი იქნებოდა, რომ ამ ძალიან თბილ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი – შენი და ჩემი შვილები დგანან“ – ხუხაშვილი ეკატერინა ხვედელიძეს მიმართავს

307
გია ხუხაშვილი

„ეკა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ბიძინასთან დაკავშირებით უკიდურესი იმედგაცრუებისა და გაბრაზებისა, მე და ჩემი ოჯახი დღემდე პატივს გცემთ და გვიყვარხარ“… ასე მიმართავს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილს, რომლის განცხადებაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, რომ გიყვარს შენი ოჯახი. ხარ კარგი დედა და ბებია. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტიც რომ საზოგადოებრივი მშენებლობის ფუნდამენტად მიგაჩნია.

ამასთანავე, ოჯახის ინსტიტუტის მარადიულობის მთავარი წყარო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან, რომელთაც დღეს შენი მეუღლის მიერ დაგეშილი “კაცები” თავ-პირს ამტვრევენ, ურეკავენ, აგინებენ, აშინებენ მათ და მათ მშობლებს.
კარგი იქნებოდა, რომ ამ ძალიან თბილ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი – შენი და ჩემი შვილები დგანან“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, როსტომ ცხვედიანმა ეკატერინა ხვედელიძეს „ფორმულას“ ეთერში მიმართა: „მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის. ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის – დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად“. დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლის, მამის მეგობრის მიმართვას, ეკატერინა ხვედელიძემ საჯარო განცხადებით უპასუხა.

,,მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა“ – ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ვიდეო: „შვი­ლო, ეკა, მე მაქვს უფ­ლე­ბა ასე მოგ­მარ­თო… ჩა­აგ­დე მან­დი­ლი სამოქალაქო და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის… მუხ­ლზე და­ჩო­ქი­ლი გე­მუ­და­რე­ბი, გა­ა­კე­თე ის, რაც ქარ­თველ ქალს, რაც ქალ­ბა­ტონ ლუ­დას და ფე­დი­ას შვილს ეკუთ­ვნის“- როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნი ეკა ხვე­დე­ლი­ძეს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები