LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კარგი, სახასიათო, ქალაქური სიმღერა გამოვიდა” – გელა სტურუას სიმღერის პრემიერა ,,არ დაიდარდოში”

269
gelasturua

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკამ „მხიარული დილა“ გელა სტურუას „უმასპინძლა“, რომელიც ისრაელიდან ჩაერთო სატელეფონო ხაზზე. საუბრის დასასრულს მისი ახალი სიმღერის, „მოგონებად გადამექცა“ პრემიერა შედგა.

-როგორია პანდემიის პირობებში გელა სტურუას მოღვაწეობა ისრაელში?

მივყვები ჩვეულებრივ დინებას. კონცერტები არ არის მაგრამ, მაინც არ ვნებდები და არ ვჩერდები…

-არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე არ არის კონცერტები თუ შემოქმედებითი ტემპია მინელებული?

-არანაირი შეზღუდვები არ არის ისეთი, რომელიც კონცერტების ჩატარებას გვიკრძალავს, მაგრამ ცხოვრება მაინც შენელებულ ტემპით მიდის.

-ახალი წელი მოდის და ბევრი ხალხი ჩამოვა ისრაელში სხვადასხვა ქვეყნიდან. თქვენც გაქვთ რაიმე საახალწლო გეგმა?

­-საახალწლო საღამო დაგეგმილია და იმედია მეც მივიღებ მონაწილეობას. ასევე ველოდებით მერაბ სეფაშვილს.

-ვისაუბროთ, სიმღერაზე „მოგონებად გადამექცა“. ვის ეკუთვნის ტექსტი, მელოდია არანჟირება და ა.შ.

-სიმღერის მუსიკაც და ტექსტიც ნინო ახმეტაშვილს ეკუთვნის, არანჟირება-ზაზა ხუბუკელაშვილს. სიმღერა მოსკოვში ჩაიწერა. კარგი, სახასიათო, ქალაქური სიმღერა გამოვიდა.

-სიმღერა დისტანციურად ჩაწერეთ რუსეთში, არც პრემიერაზე ჩამოხვედით საქართველოში. რამდენად კომფორტულია თქვენთვის ასე, დისტანციურად მუშაობა? აღსანიშნავია ისიც, რომ იმის გაკეთება რასაც თქვენ დისტანციურად აკეთებთ, ზოგიერთი მომღერლისთვის არადისტანციურ რეჟიმშია რთული,

-მთავარია მონდომება და ყველალფრის გაკეთება შესაძლებელია. რაც უფრო რთულია რაღაც, მით უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის.

 

გელა სტურუა – მოგონებად გადამექცა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g