კორონავირუსით ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი მეუღლესთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერიოდულად აქვეყნებს ვიდეობს. ერთ-ერთი “ლაივჩართვის” დროს ბლოგერმა გურამ შეროზიამ თაკო ჩარკვიანი “კამერების დასანახად პალატაში წამოგორებულ სანდრო ბრეგაძეს” შეადარა. პასუხმა არ დააყოვნა. თუმცა როგორც ჩანს “დაპირსპირება” სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება.
“სიკვდილის წინ დაიბარე დაგბანონ” – თაკო ჩარკვიანი გურამ შეროზიას
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა ფეისბუქზე კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა გურამ შეროზიას. როგორც ჩარკვიანი წერს, რომ მოხარულია, რადგან შეროზიამ მისი რჩევა გაიზიარა და დრო თავის მოვლას დაუთმო.
„შეროზიამ დამიჯერა. კარგია, ეგებ უკეთეს ხასიათზე დააყენოს წყალმა, კარგია გურამ! ეგრე რა, რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება, არც ცუდად მყოფის და არც კარგად მყოფის, არც დავარცხნილი თმა და ტუჩსაცხი, ხომ გითხარი, რომ ავადმყოფობის შიშს არ უნდა აჰყვე და თავი არ უნდა დაათრგუნინო, ეს განგვასხვავებს ადამიანებს შეშინებული პირუტყვისგან, ჰოდა მერე არც სხვისი ახლომხედველობის სათვალე გეგონება მზის, აი ასე შე კაი ადამიანო, ასე არ ჯობია „ბლოგერ“?!“ – დაწერა ჩარკვიანმა.
ამავე პოსტზე საპასუხო კომენტარი შეროზიამაც გააკეთა:
„ჩემს „სისუფთავეზე“ რომ კრინტს დაძრავს ვინმე და მით უმეტეს – თაკუნა, რატომ მიწა არ გაგვისკდება ან პომადა-კონწური დაბანასთან რა შუაშია, დაუბანელზე ვერ წაისვამდი? ლოღიკა რატომ არ გასვენებს გამჩენი? ისე, კორონა დაამარცხე?“
https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/1638578132975566